#1 ქართული ციფრული მარკეტინგული კონკურსი
თუკი მზად ხარ გამოავლინო შენი კრეატიული უნარები, დაგეგმო ინოვაციური ციფრული მარკეტინგული კამპანია და შეეჯიბრო სხვა ნიჭიერ გუნდებს, მიიღე მონაწილეობა Ad Summit-ის კონკურსში.
ხშირად დასმული შეკითხვები
როგორ უნდა დარეგისტრირდე?
2 ან 3 კაციანი გუნდის ფორმირების შემდეგ, გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული ფორმა. მითითებულ ელ.ფოსტაზე კი მიიღებთ დავალების დეტალურ ინსტრუქციას.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ნებისიერ მსურველს 18 წლიდან.
რას ფორმის იქნება კონკურსის დავალება?
ყველა გუნდს გადაეცემა ერთი დავალება, რომლის ფარგლებშიც უნდა დაიგეგმოს ინოვაციური ციფრული მარკეტინგული კამპანია. დავალების დეტალებს მიიღებთ ელ.ფოსტაზე რეგისტრაციის შემდეგ.
როდის არის განაცხადების მიღების ბოლო ვადა?
23 ნოემბერს, 15:00 საათზე განაცხადების მიღება შეწყდება.
როდის და სად გაიმართება კონკურსი?
კონკურსი 24 ნოემბერს Sheraton Grand Metechi Palace-ში Ad Summit Tbilisi 2024-ის პარალელურად გაიმართება. Side Stage-ზე გუნდის წევრები წარსდგებიან ჟიურის წინაშე და 15 წუთის განმავლობაში წარადგნენ თავიანთ შესრულებულ ციფრული მედია კომუნიკაციის სტრატეგიას.
როდის და სად გამოცხადდება გამარჯვებული გუნდი?
ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილი გახდება ღონისძიების ბოლოს, რომელსაც ჩვენი დამფუძნებლები Main Stage-ზე წარადგენენ. აქვე გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.